საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, ხელისუფლების მაღალ დონეზე კორუფცია სრულად აღმოფხვრილია. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
კობახიძის თქმით, პარტიული ყრილობის შემდეგ, სადაც ბიძინა ივანიშვილმა კორუფციის რისკებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა, დაახლოებით ერთ თვეში პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დაიკავა. მისი განმარტებით, სისტემის შესწავლასა და გადალაგებას ხელისუფლებას კიდევ ერთი წელი და ხუთი თვე დასჭირდა.
პრემიერის განცხადებით, კორუფციასთან ბრძოლა ხელისუფლების ქვედა დონეებზე მუდმივად უნდა გაგრძელდეს, რადგან ეს ყველა ქვეყანაში არსებული პრობლემაა. ამასთან, მისი თქმით, მაღალ დონეზე კორუფცია აღმოფხვრილია.
კობახიძის განცხადებით, ხელისუფლება ოპონენტებს მოუწოდებს, რომელიმე მინისტრთან დაკავშირებით თუნდაც ერთი კორუფციული ფაქტი წარმოადგინონ და ასეთ შემთხვევაში მყისიერ რეაგირებას ჰპირდება. პრემიერის თქმით, დღემდე მსგავსი ფაქტი არც ერთ ოპონენტს არ წარუდგენია.n
წყარო: Primetime.ge

Leave a Reply