მცხეთის მუნიციპალიტეტში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა, სამი კი დაშავდა. შემთხვევა გუშინ მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და თხრილში ჩავარდა. ორი ადამიანი ადგილზე დაიღუპა, დაშავებულები კი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რომელიც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას ეხება.
ამ დროისთვის უცნობია ავარიის გამომწვევი ზუსტი მიზეზი და დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა.n
წყარო: Primetime.ge

Leave a Reply