კლინიკის დირექტორი: გურამ დადიანიძის მამიდა სამსახურს საკუთარი სურვილით, დაახლოებით ერთი თვის წინ გამოეთხოვა

Written by

in

კლინიკის დირექტორის განცხადებით, სადაც გაუჩინარებული გურამ დადიანიძის მამიდა, ნინო დადიანიძე მუშაობდა, ქალმა დაწესებულება დაახლოებით ერთი თვის წინ დატოვა. ამის შესახებ დირექტორმა გადაცემაში „შენი ამბავი“ ისაუბრა.

მისი თქმით, ნინო დადიანიძემ განცხადება საკუთარი სურვილით დაწერა და წასვლის მიზეზი არ დაუკონკრეტებია. დირექტორის ინფორმაციით, ქალს თავი კარგად არ ჰქონდა, სრულად გამოიყენა შვებულება და შემდეგ სამსახური დატოვა. მისივე თქმით, ნინო დადიანიძე კლინიკაში დაახლოებით 12 წლის განმავლობაში მუშაობდა.

დუშეთის მუნიციპალიტეტში 2014 წელს გაუჩინარებული არასრულწლოვნის, გურამ დადიანიძის საქმეზე გამოძიება გრძელდება. წყაროს ცნობით, ბოლო ერთ თვეში საქმეზე 20-ზე მეტი ადამიანი გამოიკითხა. საქმის ირგვლივ ურთიერთგამომრიცხავი ვერსიები ვრცელდება.n

წყარო: Primetime.ge

Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *